Buchdetails
Beschreibung
დეივ გიბონსი ამ ჟანრში 1973 წლიდან მოღვაწეობს. პირველი შემოქმედებითი ნაბიჯები მან არაოფიციალურ და სამოყვარულო გამოცემებზე მუშაობისას გადადგა. რეგულარულად თანამშრომლობდა Britain`s 2000 AD-სთან, რომლისთვისაც დახატა „ჰარლემის გმირები“, „დენ დეარი“ და იყო თანაავტორი კომიქსისა – ღოგუე თროოპერ. ამის შემდეგ, გიბონსმა ოკეანის ორივე მხარეს არსებულ თითქმის ყველა გამომცემელთან ითანამშრომლა. მის ცნობილ ნამუშევრებს შორისაა: „დოქტორი ვინ“, `სუპერმენი", "ბეტმენი", "მწვანე ლამპარი", „მტაცებელი“, „უცხოები“, „ჰუგოს პრემიის“ მფლობელი „დარაჯები“ – ალან მურთან, ხოლო „მომეცი თავისუფლება“ და „მართა ვაშინგტონი ომში მიდის“ – ფრენკ მილერთან ერთად. მისმა ნახევრად ავტობიოგრაფიულმა ნაწარმოებმა „ორიგინალები“ 2005 წელს „აისნერის ჯილდო“ მოიპოვა. გიბონსმა იმუშავა პროექტზე „საიდუმლო სამსახური“ მარკ მილართან ერთად; გარდა ამისა, იგი ანიმაციური კომიქსების აპლიკაციის – MADEFIRE-ის კონსულტანტიც იყო.