Buchdetails
Beschreibung
© საიმონ სებაგ მონტეფიორე
როგორ გახდა მიყრუებული პროვინციის პატარა ქალაქი `მსოფლიოს ცენტრი', `წმინდა ქალაქი' და ადგილი, რომელშიც იმალება ამჟამინდელი ახლო აღმოსავლეთის მშვიდობის საიდუმლო? – ყველაფერ ამას მოგვითხრობს საიმონ სებაგ მონტეფიორე წიგნში – `იერუსალიმი~. ესაა ქალაქის ბიოგრაფია დასაბამიდან დღემდე; ბიბლიური ეპოქიდან, ბაბილონის, სპარსეთისა და რომის იმპერიებიდან მოყოლებული, ისრაელის სახელმწიფოს შექმნამდე; ავტორი დაწვრილებით აღწერს არქეოლოგიურ აღმოჩენებს; გვაცნობს სხვადასხვა ეპოქის ისტორიულ წყაროებს, იშველიებს თითქმის ყველა მნიშვნელოვანი ავტორის ნაშრომს, რომლებიც სხვადასხვა დროს იყვნენ იერუსალიმის ბიოგრაფები; ავტორისავე სიტყვებით, მისი მიზანია, ყოველგვარი პოლიტიკური ქვეტექსტის გარეშე აღწეროს იერუსალიმის ისტორია ყველანაირი გემოვნებისა თუ მრწამსის მქონე მკითხველისთვის.