პერსეპოლისი

პერსეპოლისი

Marjane Satrapi , Mikheil Tsikhelashvili (مترجم)
هنوز رتبه‌بندی نشده است
Jan 1, 2015 · گرجی · جلد نرم (360 صفحات)
به قفسه اضافه کنید

به این کتاب امتیاز دهید


صدور دفتر کتاب

جزئیات کتاب

فرمت جلد نرم
صفحات 360
زبان گرجی
منتشر شده Jan 1, 2015
ناشر ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ISBN-10 9941232873
ISBN-13 9789941232879

توضیحات

„პერსეპოლისი“ ქართულ ენაზე თარგმნილი პირველი გრაფიკული რომანია, რომელშიც ირანელი მწერალი და მხატვარი მარჯან სატრაპი ბრწყინვალე ილუსტრაციებითა და უშუალო იუმორით სავსე ტექსტით საკუთარ ცხოვრებაზე გვიამბობს და გვიჩვენებს მეამბოხე ირანელი გოგონას ყოფას ისლამისტურ ირანსა და ევროპაში.

მარჯანის ბავშვობა ირანის ისტორიის უმნიშვნელოვანეს პერიოდს, შაჰის ჩამოგდებას, ისლამურ რევოლუციასა და ერაყთან ომს ემთხვევა. იგი თავისი ოჯახის ყოველდღიურობის მაგალითზე გვიჩვენებს იმ უფსკრულს, რომელიც ირანის განათლებულ საზოგადოებასა და რელიგიურ ლიდერებს შორის გაჩნდა. გოგონას ცხოვრებაზე პირდაპირ თუ ირიბად აისახება ისლამისტური რეპრესიები, ომი, რელიგიური პოლიციის ტერორი, ეს ყველაფერი კი მის მშობლებს შვილის ვენაში გაგზავნას გადააწყვეტინებს. თუმცა ევროპულ კულტურასთან ორგანულად შერწყმის ამაო ცდა და მარცხი გოგონას სამშობლოში აბრუნებს.

„პერსეპოლისმა“ გამოქვეყნებისთანავე დაიმსახურა მკითხველის სიყვარული, რის შემდეგაც 30-მდე ენაზე ითარგმნა. 2007 წელს რომანის მიხედვით გადაიღეს ანიმაციური ფილმი, რომელმაც კანის კინოფესტივალზე ჟიურის მთავარი პრიზი დაიმსახურა.
به قفسه اضافه کنید

به این کتاب امتیاز دهید


صدور دفتر کتاب