ალეფი

ალეფი

아직 평점이 없습니다
2023 · 조지아어 · 페이퍼백 · 판본 105개
서가에 추가

이 책 평가하기


도서 일지 내보내기

설명

მოთხრობების ამ კრებულს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ახალი ლათინურ-ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებლისა და კლასიკოსის, XX საუკუნის სრულიად გამორჩეული მწერლის, ხორხე ლუის ბორხესის შემოქმედებაში. მწერლის შთაგონების წყარო, რამაც განაპირობა ამ კრებულის შექმნა, გახდა ბორხესის დიდი სიყვარული, ესტელ კანტო და, მიუხედავად იმისა, რომ ქალმა უარი უთხრა მწერალს ცოლობაზე, მსოფლიო ლიტერატურამ სწორედ ამ სიყვარულის წყალობით შეიძინა მწერლის შემოქმედების მეტაფიზიკითა და პოეზიით გაჯერებული კიდევ ერთი საოცარი ნაყოფი.

ხორხე ლუის ბორხესი (1899-1986) ლათინური ამერიკის ახალი ლიტერატურის ერთ-ერთი დამაარსებლისა და მისი ბრწყინვალე წარმომადგენლის სახელი უკვე დიდი ხანია გასცდა სამხრეთამერიკული ქვეყნების საზღვრებს და მსოფლიო ლიტერატურაში განსაკუთრებული, გამორჩეული ადგილი დაიმკვიდრა, როგორც ფორმით, ასევე შინაარსობრივი ინოვაციებით. ბორხესის შემოქმედება მკითხველს აზროვნებისა და ფანტაზიის სრულიად ახალ, უკიდეგანო საზღვრებს უხსნის და სამუდამოდ ასამარებს აქამდე არსებული ტრადიციების ჩარჩოებს.

책 세부 정보

형식 페이퍼백
페이지 192 페이지
언어 조지아어
출판됨 Jan 1, 2023
출판사 სულაკაურის გამომცემლობა
ISBN-10 994137161X
ISBN-13 9789941371615
서가에 추가

이 책 평가하기


도서 일지 내보내기