ოსტენდელი მეოცნებე

ოსტენდელი მეოცნებე

아직 평점이 없습니다
Jan 1, 2013 · 조지아어 · 페이퍼백 (240 페이지)
서가에 추가

이 책 평가하기


도서 일지 내보내기

책 세부 정보

형식 페이퍼백
페이지 240
언어 조지아어
출판됨 Jan 1, 2013
출판사 პალიტრა L
ISBN-10 994121350X
ISBN-13 9789941213502

설명

"კარგი მწერალი მოცარტს უნდა ჰგავდეს, ყველასთვის გასაგები უნდა იყოს", _ ამბობს ერიკ-ემანუელ შმიტი, ბელგიელი მწერალი, დრამატურგი, ფილოსოფოსი და ადამიანის სულის მკვლევარი. მართლაც, მცირე პროზის ამ შესანიშნავ ოსტატს შეუძლია ერთ პატარა ნოველაში ჩაატიოს ადამიანის ცხოვრების მთელი ისტორია, რამდენიმე გვერდზე ამოხსნას მისი სულის საიდუმლო.
კრებულის "ოსტენდელი მეოცნებე" მთავარი გმირები, მართალია, ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მაგრამ მათი ყოველდღიურობის მიღმა უფრო მნიშვნელოვანი რამ იმალება. ხუთივე ნოველაში მწერალი თავის საყვარელ ხერხს მიმართავს - ყალბ ფინალს, რაც წრიულად განლაგებული სარკეებივით ატყუებს მკითხველს, რომელიც თავს იტეხს, პრინცთან რომანი შინაბერა ემა ვან ა.-ს ("ოსტენდელი მეოცნებე") გამონაგონია თუ ძლიერი ქალის წარსული, სანამ თავად მწერალი არ მიიყვანს სიმართლემდე.
აი, ასეთი ლაბირინთის შესანიშნავი ნიმუშია ნოველების კრებული „ოსტენდელი მეოცნებე“, სადაც ერიკ-ემანუელ შმიტი ბრწყინვალე, დახვეწილ და მოულოდნელ სიუჟეტურ სვლებს გვთავაზობს.

장르들

로맨스 미스터리 공상 과학
서가에 추가

이 책 평가하기


도서 일지 내보내기