უბედობა

უბედობა

Brak ocen
Jan 1, 2019 · Gruziński · Miękka okładka (328 strony)
Dodaj do półki

Oceń tę książkę


Eksportuj Dziennik Książki

Szczegóły książki

Format Miękka okładka
Strony 328
Język Gruziński
Opublikowany Jan 1, 2019
Wydawca ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ISBN-10 9941304769
ISBN-13 9789941304767

Opis

„უბედობა“ ებრაულ ოჯახში დაბადებული უნგრელი ნობელიანტი მწერლის, იმრე კერტესის ავტობიოგრაფიული რომანია, დაწერილი 1973-1975 წლებში. რომანის მთავარი გმირი, 15 წლის ბუდაპეშტელი ბიჭი, კიოვიში, წარმოუდგენელი სიზუსტით და ობიექტურობით აღწერს ოსვენციმისა და ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკებს, თუმცა ბოლოს ეს ყველაფერი თითქოს უკანა პლანზე გადადის და წინ მისი ფიქრები, განცდები, დამოკიდებულებები, გადარჩენის მისეული გზა ინაცვლებს.

კიოვიშს არაფერი აქვს საერთო ებრაელებთან; არ უნდა, რომ იმ ყველაფერს, რაც თავს გადახდა, ბედისწერა უწოდოს; არ შეუძლია დაუშვას, რომ არც მტყუანი იყოს და არც მართალი, არც გამარჯვებული და არც დამარცხებული, ან ყველაფერი უბრალო შემთხვევითობას მიაწეროს. რადგან „თუ ბედი არსებობს, მაშინ თავისუფლებაა შეუძლებელი და პირიქით, თუ არსებობს თავისუფლება, მაშინ ბედი არ არსებულა...“ ბუდაპეშტი დაბრუნებული თავიდან მხოლოდ სიძულვილს გრძნობს, მაგრამ ძლიერი პიროვნული თვისებების წყალობით იმარჯვებს მთელ ამ ნაცისტურ საშინელებებზე და წარმოუდგენელი ოპტიმიზმით ივსება, რადგან: „არაფერია ამქვეყნად ისეთი, რასაც სრულიად ბუნებრივი მოვლენასავით ვერ გადავიტანთ; და ამ ჩემს გზაზე მე... ხაფანგივით ჩასაფრებული ბედნიერება მელოდება...“

Gatunki

Literatura Młodzieżowa Akcja i Przygoda Horror Biznes i Ekonomia
Dodaj do półki

Oceń tę książkę


Eksportuj Dziennik Książki