დჰარმის მაწანწალები

დჰარმის მაწანწალები

Ainda sem avaliações
2015 · Georgiano · Capa dura
Adicionar à Estante

Avalie este livro


Exportar Diário de Leitura

Descrição

„ბავშვობაში ორეგონში სულაც არ ვგრძნობდი თავს ამერიკელად. ჩემთვის უცხო იყო პროვინციული იდეალები, სექსთან დაკავშირებული აკრძალვები… მაგრამ შემდეგ ბუდიზმი აღმოვაჩინე და მივხვდი, რომ ადრეც მიცხოვრია, მრავალი საუკუნის წინ, ახლა კი მაშინდელი შეცდომებისა და შეცოდებებისთვის ვისჯები. ასეთი ხვედრი მერგო - დავბადებულიყავი ამერიკაში, სადაც ვერავინ ხალისობს და არავის არაფრის სწამს, განსაკუთრებით კი თავისუფლების“. ეს ჯეფი რაიდერის, „დჰარმის მაწანწალების“ ერთ-ერთი მთავარი გმირის სიტყვებია, რომლებიც ამ წიგნის სულისკვეთებას საუკეთესოდ გამოხატავს. ჯეკ კერუაკმა წიგნი 1958 წელს გამოაქვეყნა. ერთი წლით ადრე რომანი „გზაზე“ გამოიცა, რომლის ერთგვარ გაგრძელებასაც წარმოადგენს „დჰარმის მაწანწალები“. ეს რომანი, ისევე, როგორც „გზაზე“, ავტობიოგრაფიულია - გმირების უმრავლესობას რეალური პროტოტიპი ჰყავს. ბუდიზმით გატაცებული რეი სმიტი (კერუაკი) და მისი მეგობარი პოეტები ცდილობენ, სულიერი სიმშვიდე ცივილიზაციისგან შორს, მთებში ხეტიალითა და მედიტაციით მოიპოვონ.

სერია ”ამერიკელები”

Detalhes do Livro

Formato Capa dura
Páginas 300 páginas
Idioma Georgiano
Publicado jan 1, 2015
Editora დიოგენე
ISBN-10 9941114722
ISBN-13 9789941114724
Adicionar à Estante

Avalie este livro


Exportar Diário de Leitura