Beskrivning
აღწერა: „კონტრაბასი“ გერმანელი მწერლის პატრიკ ზიუსკინდის პირველი ნაწარმოებია. სწორედ ამ ერთაქტიანმა მონოპიესამ მოუტანა რომან „სუნამოს“ ავტორს მსოფლიო აღიარება. ეს არის მარტოხელა, მარტოსული კონტრაბასისტის მონოლოგი-აღსარება, თუ გნებავთ, პროტესტი ორკესტრში (და ცხოვრებაში!) თავისი მეორეხარისხოვანი როლის წინააღმდეგ. „კონტრაბასი“ სევდიანი, ფაქიზი იუმორით გაჯერებული ტექსტია, რომელიც გულგრილს არ ტოვებს მკითხველს. როგორც მოხდენილად შენიშნა ინგლისის გაზეთ „ინდეპენდენტის“ ლიტერატურულმა მიმომხილველმა, ზიუსკინდმა „ვიოლინოს სოლოს ვირტუოზულობით აღწერა კონტრაბასის მოსაწყენი ცხოვრება“.
Bokdetaljer
Format
Pocketbok
Sidor
90 sidor
Språk
Georgiska
Publicerad
jan 1, 2022
Förlag
სიესტა
Upplagor
35 utgåvor
ISBN-10
9941983119
ISBN-13
9789941983115