2010: ოდისეა 2

2010: ოდისეა 2

还没有评分
2016 · 格鲁吉亚语 · 平装书 · 98 editions
加入书架

评价这本书


导出书籍日志

描述

"მაგრამ რამეს აუცილებლად მოიფიქრებს". - ასე დაასრულა ართურ კლარკმა რომანის "კოსმოსური ოდისეა 2001"-ის წერა და როგორც თავად აღნიშნავდა, გრძნობდა, ერთი ციკლი დახურა, თუმცა ის გაგრძელებას ითხოვდა. გაგრძელება მაშინვე არ დაუწერია, მეტიც კლარკმა საკუთარ იდეას დასცინა. მან მიიჩნია, რომ პირველმა წიგნმა მკითხველს ადამიანთა ევოლუცია ახლებურად დაანახვა და მეორე წიგნის დაწერა სრული აბსურდი იქნებოდა. მაგრამ მოგვიანებით მკითხველთა თხოვნა გაითვალისწინა და გადაწყვიტა, ოდისეა გაეგრძელებინა.
"2010: ოდისეა 2" პირველი წიგნის გაგრძელებაა, თუმცა ზოგიერთი ეპიზოდი ფილმის "კოსმოსური ოდისეა 2001" - ხაზს მისდევს. ნაწარმოები ხანგრძლივი მოგზაურობაა საიდუმლოს ამოხსნისკენ. იდუმალი მონოლითი ადამიანებს კვლავ თავისკენ, სხვა სამყაროსკენ, იხმობს. სხვადასხვა ქვეყნის კოსმოსური ხომალდებიც სრბოლაში ებმებიან, თუმცა მათი თითქმის ყოველი მცდელობა, მიუახლოვდნენ შავ მონოლითს და ამოხსნან საიდუმლო, იქ წყდება, სადაც ბოუმენის ფანტასტიკური თავგადასავალი იწყება. განსხეულებული ბოუმენი კი დაუსრულებლად მოგზაურობს სამყაროთა შორის არსებულ სივრცეებში - ზოგჯერ უახლოვდება იმ წერტილს, რომელიც წამის თუ საუკუნის წინ დატოვა, ზოგჯერ მტვრის ნაწილაკებად იფანტება ხომალდზე... და კვლავ რჩება მარადიული კითხვები. კაცობრიობა კი ვერ მოისვენებს მანამ, სანამ პასუხებს არ მიიღებს.

书籍详情

格式 平装书
页数 374 页
语言 格鲁吉亚语
已发布 Nov 1, 2016
出版商 წიგნები ბათუმში
ISBN-10 994146748X
ISBN-13 9789941467486

类型

浪漫 科幻 惊悚与悬念 动作与冒险
加入书架

评价这本书


导出书籍日志