ღმერთის გენერლები

ღმერთის გენერლები

لا توجد تقييمات بعد
Jan 1, 2019 · الجورجية · غلاف ورقي (575 صفحات)
أضف إلى الرف

قيم هذا الكتاب


تصدير مجلة الكتاب

تفاصيل الكتاب

تنسيق غلاف ورقي
صفحات 575
لغة الجورجية
منشور Jan 1, 2019
الناشر კავკასიური სახლი
رقم ISBN-10 9941956936
رقم ISBN-13 9789941956935

الوصف

"კავკასიურმა სახლმა" ცნობილი ქართველი მწერლის ნაირა გელაშვილის მორიგი თარგმანი გამოსცა. თქვენს წინაშეა რობერტს ლიარდონის "ღმერთის გენერლები", თორმეტი განსაცვიფრებელი ბიოგრაფია - ცხოვრება იმ თორმეტი ადამიანისა, რომელთაც შემოქმედი "ცათა და ქვეყნისა", ისე შეესიტყვა, როგორც თავის დროზე მოსესა თუ პავლეს, და დიდი სულიერი საქმის აღსრულება დაავალა.

ეს თორმეტი ადამიანი მე-19 და მე-20 საუკუნეების - ანუ ნიჰილიზმის ეპოქის შვილები არიან. ეს ჩვენი ეპოქაა: როცა თითქმის მთელი მსოფლიო მატერიალიზმმა დაიპყრო, საბუნებისმეტყველო დარგების განვითარებას, ტექნიკის გლობალურ აღზევებას თუ ეკლესიის სისუსტეს რომ მოჰყვა. "ღმერთის გენერლებად" წოდებული ადამიანები არც ერთ ეკლესიას არ ეკუთვნოდნენ. ისინი მარტო იდგენენ უხილავის წინაშე და მის ხმას ისმენდნენ. და მკერდზე მიკრული ბიბლიით მისდევდნენ ამ ხმას, რომელიც მათ მთელ ამერიკაში, ქალქიდან ქალაქში, შტატიდან შტატში დაატარებდა, ან ავსტრალიასა თუ აფრიკაში ამწესებდა, სწორედ ისე, როგორც ეს ხდებოდა ორი ათასი წლის წინ, როცა პირველი მოციქულები თავიანთ ხიფათიან გზებზე მთლიანად სულიწმინდის მიერ იმართებოდნენ.
أضف إلى الرف

قيم هذا الكتاب


تصدير مجلة الكتاب