Buchdetails
Beschreibung
ეს თორმეტი ადამიანი მე-19 და მე-20 საუკუნეების - ანუ ნიჰილიზმის ეპოქის შვილები არიან. ეს ჩვენი ეპოქაა: როცა თითქმის მთელი მსოფლიო მატერიალიზმმა დაიპყრო, საბუნებისმეტყველო დარგების განვითარებას, ტექნიკის გლობალურ აღზევებას თუ ეკლესიის სისუსტეს რომ მოჰყვა. "ღმერთის გენერლებად" წოდებული ადამიანები არც ერთ ეკლესიას არ ეკუთვნოდნენ. ისინი მარტო იდგენენ უხილავის წინაშე და მის ხმას ისმენდნენ. და მკერდზე მიკრული ბიბლიით მისდევდნენ ამ ხმას, რომელიც მათ მთელ ამერიკაში, ქალქიდან ქალაქში, შტატიდან შტატში დაატარებდა, ან ავსტრალიასა თუ აფრიკაში ამწესებდა, სწორედ ისე, როგორც ეს ხდებოდა ორი ათასი წლის წინ, როცა პირველი მოციქულები თავიანთ ხიფათიან გზებზე მთლიანად სულიწმინდის მიერ იმართებოდნენ.