Buchdetails
Beschreibung
ნაწარმოებს გააჩნია პრეისტორია, რომელიც წარმოდგენილია სამი მოთხრობის სახით — გუშაგი, ექსპედიცია დედამიწაზე და შეხვედრა განთიადისას. სამივე ეს მოთხრობა უფრო ადრეული ასაკისაა. (1948, 1949 და 1953 წლები შესაბამისად).
ქართულად პირველად ითარგმნა 1974 წელს ნოდარ კუპრავას მიერ 1970 წლის რუსული, ნორი გალის ცნობილი თარგმანიდან. რუსულმა და შესაბამისად ქართულმა გამოცემებმა განიცადა ცენზურის სასტიკი თავდასხმა. მთელი რიგი ადგილები შეიკვეცა, ხოლო ბოლო სამი თავი საერთოდ ამოიღეს. 2015 წელს გამომცემლობამ ,,წიგნები ბათუმში" ხელმეორედ გამოსცა ახალი ქართული თარგმანი, რომლის თარგმნა ამჟამად პირდაპირ დედნიდან მოხდა, შეკვეცილი ადგილები გასწორდა, ხოლო ამოღებული სამი თავი დაბრუნდა. ნოდარ კუპრავას ძირითადი ტექსტი დედანს შეადარა და შეავსო ირაკლი სულაძემ.