Book Details
Format
Paperback
Pages
307
Language
Georgian
Published
Apr 20, 2015
Publisher
გამომცემლობა წიგნები ბათუმში
ISBN-10
9941941815
ISBN-13
9789941941818
Description
2001: კოსმოსური ოდისეა, (ინგლ. 2001: A Space Odyssey) — ართურ კლარკის საყოველთაოდ ცნობილი საკულტო, ეპიკური სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოები, პირველი წიგნი, რომლითაც იხსნება ლეგენდარული ტეტრალოგია (სხვა კლასიფიკაციით პენტალოგია) „კოსმოსური ოდისეა“, რომელიც თავის მხრივ ოქტალოგია (სხვა კლასიფიკაციით სეპტალოგია) „ოდისეის“ პირველ, სივრცით ნაწილს წარმოადგენს. ნაწარმოები ჩაფიქრებული იყო იგივე სახელწოდების მქონე ფილმის სცენარად, რომელიც გადაიღო სტენლი კუბრიკმა. წიგნი გამოქვეყნდა ფილმის გადაღების შემდეგ 1968 წელს.
ნაწარმოებს გააჩნია პრეისტორია, რომელიც წარმოდგენილია სამი მოთხრობის სახით — გუშაგი, ექსპედიცია დედამიწაზე და შეხვედრა განთიადისას. სამივე ეს მოთხრობა უფრო ადრეული ასაკისაა. (1948, 1949 და 1953 წლები შესაბამისად).
ქართულად პირველად ითარგმნა 1974 წელს ნოდარ კუპრავას მიერ 1970 წლის რუსული, ნორი გალის ცნობილი თარგმანიდან. რუსულმა და შესაბამისად ქართულმა გამოცემებმა განიცადა ცენზურის სასტიკი თავდასხმა. მთელი რიგი ადგილები შეიკვეცა, ხოლო ბოლო სამი თავი საერთოდ ამოიღეს. 2015 წელს გამომცემლობამ ,,წიგნები ბათუმში" ხელმეორედ გამოსცა ახალი ქართული თარგმანი, რომლის თარგმნა ამჟამად პირდაპირ დედნიდან მოხდა, შეკვეცილი ადგილები გასწორდა, ხოლო ამოღებული სამი თავი დაბრუნდა. ნოდარ კუპრავას ძირითადი ტექსტი დედანს შეადარა და შეავსო ირაკლი სულაძემ.

Genres
Mystery
Science Fiction