Buchdetails
Beschreibung
სადღაც შორიდან ტყეში მოხეტიალე სნუსმუმრიკი გამოჩნდება. ის მუმინების ხეობაში დაკარგულ მელოდიას ეძებს. ხეხილის ბაღში ისევ დგას კვარცხლბეკზე მინის ცისფერი ბურთი, რომელიც უწინდებურად ირეკლავს ხეობაში მომხდარ ყველა ცვლილებას. ბურთი დიდხანს არის ჩაბნელებული, თუმცა, ბოლოს და ბოლოს, ერთ საღამოს, შიგ ძალიან პატარა, თუმცა თამამი სინათლე ინთება.