Description
ავსტრალიელი მწერლის, თომას კენილის კალამს არაერთი მხატვრული და დოკუმენტური ნაწარმოები ეკუთვნის, მაგრამ მათ შორის უმთავრესია „შინდლერის კიდობანი“ („შინდლერის სია“ წიგნის ამერიკული გამოცემის სახელია და მთელ მსოფლიოში სწორედ ამ სახელით გახდა ცნობილი), რომლისთვისაც მწერალმა ბუკერის პრემია და საუკეთესო მხატვრული ნაწარმოების ნომინაციაში „ლოს-ანჯელეს თაიმსის“ ლიტერატურული ჯილდო მოიპოვა. ნამდვილი ისტორია ავსტრიელ ფაბრიკის მფლობელ, ნაცისტური პარტიის წევრ ოსკარ შინდლერზე, რომელმაც უდიდესი ძალისხმევის, რისკისა და თანხის ფასად თავის ქარხნებში მომუშავე ათასზე მეტი გეტოელი ებრაელი უეჭველი სიკვდილისგან იხსნა, დღემდე ადამიანური სიკეთისა და უანგარობის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია.
სერია „კინობიბლიოთეკა“ იმ წიგნებს მოიცავს, რომელთა ეკრანიზაციებმაც დიდ წარმატებას მიაღწია. სტივენ სპილბერგის მიერ 1993 წელს გადაღებულმა, მრავალი ოსკარისა და სხვა მნიშვნელოვანი კინოპრიზების მფლობელმა ფილმმა არაადამიანურ სისტემასთან ფარულად მებრძოლი ოსკარ შინდლერი მთელ მსოფლიოს გააცნო და შეაყვარა.

Book Details
Format
Paperback
Pages
548 pages
Language
Georgian
Published
Jan 1, 2015
Publisher
ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ISBN-13
9789941232800