Description
წარმოსახვით არსებათა წიგნი ერთგვარი ენციკლოპედიაა, რომელშიც ბორხესმა თავი მოუყარა საუკუნეების განმავლობაში ადამიანთა წარმოსახვაში არსებულ და მსოფლიოს თეოლოგიურ, მითოლოგიურსა და მხატვრულ ლიტერატურაში გაბნეულ ასობით უცნაურ არსებას. ბორხესისთვის დამახასიათებელი იუმორითა და ერუდიციით აღსავსე ამ წიგნში შეხვდებით თქვენთვის კარგად ნაცნობ დრაკონებსა და კენტავრებს, ფერიებსა და გნომებს, ისევე როგორც სარკის ბინადარ არსებებს, ლამედ ვუფნიკებს, ფუერტე ბერნარის ბანჯგვლიან ურჩხულს და კიდევ ბევრ სხვა არსებას, რომლის შესახებაც ნაკლებად გსმენიათ.
ხორხე ლუის ბორხესი ამჯერადაც გაამდიდრებს თქვენს ლიტერატურულ შემეცნებას, ხოლო მისი სხარტი და იუმორით სავსე კომენტარები კი სასიამოვნო ღიმილს მოგგვრით.
წარმოსახვით არსებათა წიგნი უდაოდ მოხიბლავს ფანტასტიკური ლიტერატურის განსხვავებული ასაკისა და გემოვნების მქონე მკითხველს.

Book Details
Format
Paperback
Pages
244 pages
Language
Georgian
Published
Jan 1, 2016
Publisher
ინტელექტი
Editions
53 editions
ISBN-10
9941466521
ISBN-13
9789941466526
Genres
Action & Adventure
History
Fantasy
Art & Photography